დონალდ ტრამპის უმცროსი ქალიშვილი – ტიფანი ლიბანო-ამერიკელ მეწარმეს მაიკლ ბულოსას გაჰყვა ცოლად, რომლის კაპიტალი 20 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
საქორწინო წვეულებაზე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ფლორიდულ რეზიდენციაში გაიმართა, 500-ზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული, თუმცა რამდენიმედღიანი უძლიერესი შტორმის ფონზე ყველამ ვერ შეძლო საზეიმო წვეულების სტუმრობა.
საკურთხეველთან პატარძალი ლიბანელი დიზაინერის ელი სააბის კაბაში გამოწყობილი მივიდა, სააბმა იზრუნა მისი უახლოესი ნათესავების – დედისა და ნახევარ დის – ივანკას სამოსზე.
ტიფანიმ და მაიკლმა 2018 წელს გაიცნეს ერთმანეთი ლინდსი ლოჰანის კუთვნილ ლონდონურ კლუბში და პრაქტიკულად ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. ცოლობა ბულოსმა 2021 წლის იანვრის თვეში შესთავაზა ტიფანის პატარა მდელობზე თეთრი სახლის წინ.