მომღერალი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
ტოტო კუტუნიოს მენეჯერმა, დანილო მანკუსომ განაცხადა, რომ "ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა ბოლო თვეებში".
ის მილანში სან რაფაელის საავადმყოფოში გარდაიცვალა.