სპორტი
პარიზში 2019 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს კულმინაცია იყო „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოცხადდება. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის პრიზი ლიონელ მესიმ მოიგო.
11:33 / 03.12.2019
 
30 ნოემბერს დასრულდა რუსეთის ღია გუნდური ჩემპიონატი პროგრამირებაში სკოლებს შორის, რომელშიც ყოფილი სსრკ-ის შემადგენლობაში მყოფი ყველა ქვეყნის სკოლა იღებდა მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე დაშვებული იყო 252 გუნდი. ხუთსაათიანი დაძაბული შეჯიბრის შემდეგ მეორე ადგილი და ოქროს მედლები (ოქრო სულ 4 გუნდს გადაეცემა) დაისაკუთრა კომაროვი-მზიურის პირველმა გუნდმა ნიკოლოზ ბირკაძის, თეიმურაზ თოლორაიას და არჩილ ბასაძიშვილის შემადგენლობით. ამ შეჯიბრში ასეთი მაღალი ადგილი ქართულ გუნდს ჯერ არ დაუკავებია.
00:04 / 03.12.2019
 
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მე-17-ედ მოიპოვა. ამის შესახებ sportall.ge - წერს.
19:32 / 01.12.2019
 
პორტალი 20minutos.es ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
00:32 / 30.11.2019
 
საქართველოს ნაკრების გამოცდილი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში და ევროსარბიელზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. ამჯერად, გიო „ლიგა ენდესას“ მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „ტენერიფე იბეროსტარის“ ქართველმა ცენტრმა „რეალ ბეტისის“ წინააღმდეგ გამორჩეულად ითამაშა.
12:45 / 25.11.2019
 
ქართველმა ძიუდოისტმა, 24 წლის ბექა ღვინიაშვილმა იაპონიაში გამართულ ოსაკას გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.
15:21 / 24.11.2019
 
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თურქეთში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის) სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კგ დაძლია და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
23:53 / 17.11.2019
 
სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან 57კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა.
14:38 / 09.11.2019
 
რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ქალებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვეს.
20:18 / 02.11.2019
 
არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის დასკვნით დღეს, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
18:03 / 26.10.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
×