სპორტი
video
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში მონაწილეობის მისაღებად შვედეთში გაემგზავრა. ვილი სანიოლის გუნდმა სტოკჰოლმში წასვლამდე ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დილის ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
19:16 / 23.03.2021
 
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის" 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების სასარგებლოდ, ანგარიშით 16:3 დასრულდა. ორი ჯარიმა და ერთი ლელო თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, კიდევ ერთი ლელო კი აკაკი ტაბუცაძემ დადო.

მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მე-60 წუთზე დავით ნინიაშვილმა დადო ლელო, რომელიც წარმატებით თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

მომდევნო კვირას, ქართველი მორაგბეები "რაგბი ევროპის" 2021 წლის გათამაშების მეოთხე ტურში რუმინეთს უმასპინძლებენ, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება.
17:07 / 20.03.2021
 
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა. დაძაბულ ბრძოლაში საქართველომ 6-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა და საბოლოო ანგარიში 29:15 დააფიქსირა.
17:48 / 14.03.2021
 
დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ორჯერ ჰამბურგის და პეკინის ტურნირების შემდეგ, კარიერაში ATP-ის მეოთხე ტიტული მოიგო
13:58 / 14.03.2021
 
ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მოგების შემდეგ შვილს და ქართველ გულშემატკივრებს მიმართა.
22:49 / 13.03.2021
 
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.
20:42 / 13.03.2021
 
ბექჰემების დიდი ოჯახის წარმომადგენელი, 18 წლის რომეო მამის, ლეგენდარული ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის კვალზე მიდის. ვიქტორიამ ვაჟის მისწრაფებების შესახებ გამოცემა „ვოგისთან“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ფეხბურთელობა სურს. ის ფეხბურთელის კარიერაზე ოცნებობს და ინტენსიურად გადის წვრთნებს მამასთან და მის საფეხბურთო გუნდთან „ინტერ მაიამისთან“ ერთად.
23:16 / 12.03.2021
 
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 33 წლის ამერიკელი ტეილორ ფრიცი ორ სეტში, 7(7):6(3), 6:1 დაამარცხა.
22:16 / 12.03.2021
 
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა.
21:57 / 11.03.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×