სპორტი
ქართველმა ძალოსანმა სამი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა! ამავდროულად ქართველი გოლიათი ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ლაშამ ატაცში 223 კგ დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (222 კგ) გააუმჯობესა.
17:04 / 04.08.2021
 
ქართველი გოლიათი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ლაშამ ატაცში 223 კგ დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (222 კგ) გააუმჯობესა.
16:29 / 04.08.2021
 
ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.
15:42 / 04.08.2021
 
ქართველი ბირთვის მკვრელი, ბენიკ აბრამიანი ტოკიოს ოლიმპიადას დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო გამოტოვებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
11:19 / 03.08.2021
 
ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების წევრმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ბელარუსში დაბრუნებაზე უარი თქვა, პოლონეთის ჰუმანიტარული ვიზა მიიღო.
17:29 / 02.08.2021
 
“მილანისა” და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში.
17:24 / 02.08.2021
 
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან, ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
15:24 / 02.08.2021
 
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური ნაკრების წევრებს, გულშემატკივრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.
08:42 / 02.08.2021
 
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩილელ მოწინააღმდეგე დაამარცხა და ფინალში გავიდა.
14:19 / 01.08.2021
 
ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დაიწყო და საქმეში იაკობ ქაჯაია ჩაერთო, რომელმაც ზედიზედ ორიე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალშია.

130 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი მერვედფინალში ფინელ ელიას კუოსმანენს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, 3 წუთზე ნაკლებ დროში 9:0 დაჯაბნა, აშკარა უპირატესობით მოიგო, რის შედეგადაც მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ქართველს გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა, სადაც რუს სერგეი სემიონოვს შეხვდა. მთლიანობაში იაკობი უკეთესი იყო და 3:1 იმარჯვა. ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და იაკობი თავიდან აგებდა, მაგრამ მერე ზედიზედ სამი ქულა მიითვალა და ამრიგად, ნახევარფინალში გაღწევა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქაჯაიამ სემიონოვს რევანში აუღო, რადგან წინა ოლიმპიადაზე მასთან ჰქონდა წაგებული.ფინალის საგზურისთვის ქაჯაია ჩილელ მოჭიდავეს იასმანი ფერნანდეს აკოსტას დაუპირისპირდება. ჭიდაობაში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13:15 საათიდან დაიწყება, ხოლო იაკობის ჭიდაობა განრიგით მეოთხე იქნება.
10:42 / 01.08.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×