
შეჯიბრების ბოლო აკორდი იყო +100 კგ წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს გელა ზაალიშვილი და რუსი ტამერლან ბაშაევი დაუპირისპირდნენ.
გელა ზაალიშვილმა იპონით გაიმარჯვა და თელ-ავივის გრან სლემის ოქროს მედალოსანი გახდა.
ამავე წონით კატეგორიში გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლისთის შეხვედრა იპონით მოუგო ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივში სულ 9 მედალი მოიპოვა:
ოქრო
ლაშა ბექაური (90 კგ)
გელა ზაალიშვილი (+100 კგ)
ვერცხლი
თემურ ნოზაძე (60 კგ)
ბრინჯაო
ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)
ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ)
ბექა ღვინიაშვილი (90 კგ)
ილია სულამანიძე (100 კგ)
გურამ თუშიშვილი (+100 კგ)
