"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, Napoli Magazine-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა! მისი სახით დიდი სიურპრიზი ვიხილეთ და მან ლუჩანო სპალეტის "ნაპოლის" დიდი ხარისხი შესძინა.
გამაოცა მისმა საფეხბურთო ინტელექტმა. ხვიჩა არის ძალიან ტექნიკური, კრეატიული და მოწესრიგებული მოთამაშე", - თქვა ძოლამ.
sportall.ge