ესპანეთის ლა ლიგაში ოცდამეთხუთმეტე ტურის შეხვედრები სრულდება.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" საკუთარ მინდორზე „მადრიდის „რეალს უმასპინძლა და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, „რეალმა" კი ამ წაგების შემდეგ მეორიდან მესამე ადგილზე ჩაინაცვლა.
გიორგი მამარდაშვილმა გუნდი რამდენჯერმე იხსნა გოლისგან.
„ვალენსია" - „რეალი" 1:0(1:0)
გოლი: 33' დიეგო ლოპესი
გაძევება: 90+7' ვინისიუს ჟუნიორი („რეალი", წითელი ბარათი)
ipress.ge