სინგაპურის სამხრეთ სანაპიროზე მასშტაბური ქარბორბალა დააფიქსირეს. თვითმხილველების თქმით, ქარბორბალა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მძვინვარებდა.
ამ ტერიტორიაზე ყოველწლიურად დაახლოებით 3 ქარბორბალა ხდება. ის ჩნდება მაშინ, როდესაც წყლის ზედაპირზე ძლიერი ქარიშხალია.