ჩვენ შინ, ევროპაში დაბრუნება გვსურს, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის შინისკენ მიმავალი გზა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდონ.
ვესტმინსტერის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს პირადად გადაუხადა მადლობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ, კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი შეუერთდება. დამატებითი ჯგუფი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 8 294 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 2 400.
სიკვდილი არის ერთადერთი პერსპექტივა, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ოკუპანტებს! - ეს განცხადება გააკეთა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ახალმა ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლის დროს.მისი თქმით, SBU-ის ძირითადი ამოცანები იქნება, ყველა დონეზე კოლაბორანტებსა და მოღალატეებთან ბრძოლა და წინასწარ მოქმედება.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა. უცხოური მედიის ცნობით, ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან 2400-ზე მეტი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.