უცხოეთი
ნიუ-იორკელმა მამაკაცმა აღიარა, რომ იგი კორონავირუსის სიმპტომებს მალავდა იმისთვის, რათა თავისი მეუღლე სამშობიარო განყოფილებაში მოენახულებინა.
22:22 / 01.04.2020
 
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 727-ით გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს და ეს მაჩვენებელი 26 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალია. საერთო ჯამში კი დაღუპულთა რიცხვი 13 155-ს შეადგენს.
21:42 / 01.04.2020
 
კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. თუმცა, ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ კრემლში.
21:31 / 01.04.2020
 
ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისათვის დაწყებულმა ნამდვილმა რბოლამ მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო — ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი, Johnson & Johnson-ი (J&J) იუწყება, რომ ის და აშშ-ის მთავრობა ვაქცინის შესაქმნელად ამ ოდენობის თანხის მობილიზებას ახდენენ, რათა საბოლოო ფაზამდე მიიყვანონ J&J-ის ქვედანაყოფის, Janssen-ის მიერ შექმნილი კანდიდატი ვაქცინა.
16:57 / 01.04.2020
 
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. როგორც ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადეს, ყველა შემთხვევა, გარდა ერთისა, იმპორტირებულია. საერთო ჯამში იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა 806-ს აღწევს.
12:46 / 01.04.2020
 
სერბეთში დააკავეს კაცი, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს ხედ გადაცმული არღვევდა. ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა.
00:45 / 01.04.2020
 
აღდგომის წინადღეს, 18 აპრილს, დიდ შაბათს სავარაუდოდ წმიდა ცეცხლის რიტუალი ერისკაცთა გარეშე ჩატარდება და მას მაცხოვრის აღდგომის ტაძარში სხვადასხვა კონფესიის 10-15 წარმომადგენელი დაესწრება - წერს Jerusalem Post ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
23:59 / 31.03.2020
 
ნიუ იორკში კორონავირუსი 1000-ზე მეტ პოლიციელს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
23:42 / 31.03.2020
 
საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 499 ადამიანი გარდაიცვალა.
23:06 / 31.03.2020
 
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ბრიფინზე ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა ამერიკას სამედიცინო დახმარება გაუგზავნეს.
22:26 / 31.03.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
×