უცხოეთი
ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო წლის კორუფციონერად დაასახელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ლუკაშენკომ 1166 კანდიდატურიდან აირჩიეს. მსგავს სტატუსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს ყოველწლიურად კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი ანიჭებს.
19:53 / 28.12.2021
 
ბრიტანელი, რომელიც შობაზე ვინძორის სასახლეში შევიდა, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს მკვლელობას ცდილობდა. ამის შესახებ გამოცემა The Sun იუწყება. 19 წლის ჯასვანთ ჩეილი არბალეტით იყო შეიარაღებული. პოლიციამ ის სამეფო რეზიდენციის ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ჩეილმა Snapchat-ის მეშვეობით თავის ხელმომწერებს ვიდეო გაუგზავნა, რომელშის ნიღბიანი, არბალეტით შეიარაღებული პირი პირობას დებს, რომ დედოფალს მოკლავს. გამოცემა ვარაუდობს, რომ ვიდეოზე თავად ჯასვანთ ჩეილი იყო გადაღებული.
19:24 / 27.12.2021
 
კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკიე ნოვოსტი“ თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
19:32 / 24.12.2021
 
ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. პირველი ლედი ტელეკომპანია BFM.TV-ს უჩივის, რომელმაც პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მაკრონი ტრანსგენდერია. ინფორმაციას მალევე მოჰყვა სხვა ახალი ამბებიც. მედიაში საუბრობენ, რომ ბრიჯიტი მამაკაცია, მან სქესი შეიცვალა და მისი ნამდვილის სახელი ჟან-მიშელ ტრონიეა.
21:20 / 22.12.2021
 
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ საშობაო მოგზაურობები კორონავირუსის ახალი, “ომიკრონ“ ვარიანტის, გავრცელებას გაზრდის.
10:35 / 20.12.2021
 
კორონავირუსის წინააღმდეგ „სპუტნიკით“ რევაქცინაციის რაოდენობაზე შეზღუდვა არ არსებობს. ამის შესახებ რუსული მედია გამალეას ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის დირექტორის ალექსანდრე გინცბურგის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

18:47 / 19.12.2021
 
რუსი პოლიტიკოსი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე მეშვიდედ აიცრა, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
18:43 / 19.12.2021
 
საფრანგეთმა ბრიტანელი ვიზიტორების უმეტესობას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. საფრანგეთში ჩასვლა ნებადართული იქნება ბრიტანეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ვიზიტის უკიდურეს საჭიროებას დაასაბუთებს და კორონავირუსზე ტექსტის უარყოფით პასუხს წარადგენს. ეს როგორც ვაქცინირებულ, ისე აუცრელ მოგზაურებსაც ეხება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
12:10 / 19.12.2021
 
“ომიკრონის” შტამის გამო ლონდონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
20:40 / 18.12.2021
 
„ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობას 11 დღის განმავლობაში სიცილი, საყიდლებზე სიარული და ალკოჰოლური სასმელების დალევა აეკრძალა“, - ამის შესახებ foxnews იუწყება. აკრძალვის მიზეზი კიმ ჩენ ილის გარდაცვალების 10 წლის იუბილეა.
19:20 / 17.12.2021
 
კალენდარი
×