უცხოეთი
გერმანული კლინიკა Charite-ს პრესსამსახურის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი უკვე საწოლიდან დგება.
18:25 / 14.09.2020
 
კორონავირუსისგან განკურნებული სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
18:12 / 14.09.2020
 
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოთქმა შეუსაბამო საქციელია. შესაბამის ინფორმაციას მედია საშუალებები კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
17:14 / 14.09.2020
 
კორონავირუსის გამო ვენესუელაში სწავლა 2021 წლამდე არ აღდგება. გადაწყვეტილება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მიიღო.
14:54 / 14.09.2020
 
გერმანიის მთავრობის განცხადებით, სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამვლა დაადასტურა. ნიმუშების შემოწმების პროცესში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია იყო ჩართული.
13:24 / 14.09.2020
 
ისრაელი სამკვირიან საყოველთაო კარანტინს აწესებს, რომელიც ძალაში ებრაულ ახალ წელს, პარასკევიდან შედის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
10:19 / 14.09.2020
 
გაერთიანებულ სამეფოში კოვიდინფიცირების ახალმა შემთხვევებმა 3 330 შეადგინა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით ნაკლებია. ბოლო 24 საათში ვირუსს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 41 628-ს მიაღწია.
00:38 / 14.09.2020
 
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. შემზღუდველი ზომები 19 სექტემბრიდან ამოქმედდება და სამ კვირას გასტანს.
00:35 / 14.09.2020
 
მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს კვლავ აპროტესტებენ. ამის შესახებ Meduza წერს.
20:56 / 13.09.2020
 
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი შემთხვევა პირველად გამოვლინდა. ვირუსი 10 561 ადამიანს დაუდასტურდა, - ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
23:39 / 12.09.2020
 
კალენდარი
×