ზახაროვამ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს პროვოკაცია უწოდა, რომელიც, მისი თქმით, მიზნად „რუსეთსა და უკრაინა შორის მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ისახავს“.
რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს, იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის, – ამის შესახებ „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, დიმიტრი მურატოვმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტს შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, შესაძლოა აპრილ-მაისში იყოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
სომხეთის განზრახვას, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე უკიდურესად უარყოფითი შედეგები მოჰყვება, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგებს აცნობა.
უკრაინის კონფლიქტი თუ არ მოგვარდება, მე დავასრულებ 24 საათში, პუტინთან და ზელენსკისთან ძალიან მარტივი მოლაპარაკებები იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.