უცხოეთი
დიდ ბრიტანეთში პირბადეების ტარების, სახლიდან მუშაობისა და მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
21:44 / 19.01.2022
 
შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
21:20 / 19.01.2022
 
ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს სჭირდებათ COVID 19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა მეტი კვლევა ჩატარდეს იმის დასადგენად, თუ ვის სჭირდება გამაძლიერებელი დოზები.
18:23 / 19.01.2022
 
კიევის პოლიციამ უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომლებიც პეჩერსკის რაიონული სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
15:48 / 19.01.2022
 
სტრასბურგში გამართულ ზამთრის პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტმა პრეზიდენტად, 458 ხმით, მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა აირჩია.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი რობერტა მეცოლას ულოცავს ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
20:40 / 18.01.2022
 
რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო - ინფორმაციას The New York Times -ი ავრცელებს.
11:04 / 18.01.2022
 
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არიზონაში გამართულ აქციაზე ათასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მომხრეებისადმი მიმართვისას, ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან გაიმარჯვა.
15:18 / 16.01.2022
 
ამერიკაში მცხოვრები ოჯახი აცხადებს, რომ 57 წლის დევიდ ბენეტი არ იმსახურებს, ისტორიაში უდიდესი სამედიცინო მიღწევის მონაწილე პაციენტის სახელით შევიდეს, რადგან მას დამნაშავის წარსული აქვს, - ამის შესახებ BBC წერს.
15:09 / 16.01.2022
 
კანადელ კაცს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი, თავისი 12 წლის შვილის ნახვის უფლება დროებით ჩამოერთვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კაცს შვილის ნახვის უფლება მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც დღესასწაულებზე ბავშვთან გასატარებელი დროის გაზრდა მოითხოვა. ეს არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ართმევს მშობელს შვლის ნახვის უფლებას იმუნიზაციის მოტივით.
10:53 / 16.01.2022
 
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ვარშავადან უკრაინაში ბრუნდება.
19:40 / 15.01.2022
 
კალენდარი
×