უცხოეთი
რუსი პოლიტიკოსი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე მეშვიდედ აიცრა, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
18:43 / 19.12.2021
 
საფრანგეთმა ბრიტანელი ვიზიტორების უმეტესობას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. საფრანგეთში ჩასვლა ნებადართული იქნება ბრიტანეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ვიზიტის უკიდურეს საჭიროებას დაასაბუთებს და კორონავირუსზე ტექსტის უარყოფით პასუხს წარადგენს. ეს როგორც ვაქცინირებულ, ისე აუცრელ მოგზაურებსაც ეხება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
12:10 / 19.12.2021
 
“ომიკრონის” შტამის გამო ლონდონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
20:40 / 18.12.2021
 
„ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობას 11 დღის განმავლობაში სიცილი, საყიდლებზე სიარული და ალკოჰოლური სასმელების დალევა აეკრძალა“, - ამის შესახებ foxnews იუწყება. აკრძალვის მიზეზი კიმ ჩენ ილის გარდაცვალების 10 წლის იუბილეა.
19:20 / 17.12.2021
 
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ თუ ტრამპი 2024 წელს გაიმარჯვებს, ეს ამერიკის დემოკრატიის დასასრული შეიძლება გახდეს.
20:07 / 13.12.2021
 
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა საკუთარი შვილი, ხადიჟატ კადიროვა მედლით „ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე შეტანილი წვლილისთვის“ დააჯილდოვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
11:33 / 12.12.2021
 
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისში ტორნადომ Amazon-ის საწყობს გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ტორნადოს შედეგად სახურავი ჩამოინგრა და Amazon-ის ათობით თანამშრომელმა შენობიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
11:30 / 12.12.2021
 
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 16-17 წლის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა.

როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მესამე დოზის მიღება მეორე დოზიდან, სულ მცირე, 6 თვეში უნდა მოხდეს.
22:05 / 09.12.2021
 
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი სამხედრო კონტიგენტის და იმ იარაღის განთავსება, რაც შეუძლებელია არ იწვევდეს რუსეთის შეშფოთებას.
21:05 / 08.12.2021
 
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს.
21:02 / 08.12.2021
 
კალენდარი
×