უცხოეთი
ჯო ბაიდენი თავს კარგად გრძობს და საპრეზიდენტო მოვალეობების შესასრულებლად შესაფერის მდგომარეობაში იმყოფება. თეთრი სახლი, შტატების პრეზიდენტის პირადი ექიმის დასკვნას აქვეყნებს, სადაც წერია რომ ბაიდენს გეგმიური კოლონოსკოპიის პროცედურა ჩაუტარდა.
19:47 / 20.11.2021
 
საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის ცენტრში, ოპერის მოედანთან მდებარე შენობას ცეცხლი უკიდია, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. გამოცემის ცნობით, არსებულ ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება. ადგილზე 120-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
16:52 / 20.11.2021
 
ბაქოს პროვოკაციები სამმხრივ განცხადებებში მიღწეული შეთანხმებების ჩაშლას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
19:22 / 19.11.2021
 
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უფლებამოსილებას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გადასცემს, ვიდრე ანესთეზიის ქვეშ იქნებ კოლონოსკოპიის რუტინული პროცედურის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
19:09 / 19.11.2021
 
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბებმა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა მკვეთრად შეიძლება შეამციროს.
00:30 / 19.11.2021
 
აზერბაიჯანი და სომხეთი სასაზღვრო ზონაში სროლების შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმციით, 16 ნოემბერს, დღის საათებში სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დაიწყეს სმხედრო ოპერაცია და ქელბაჯარისა და ლაჩინის მონაკვეთებზე არსებული აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს ყუმბარმტყორცნებიდან, ასევე სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან.
17:59 / 16.11.2021
 
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი სტატიას აქვეყნებს კოვიდვაქცინის თაობაზე გავრცელებული მითების შესახებ, რასაც დადასტურებულ ფაქტებს უპირისპირებს.
11:01 / 16.11.2021
 
ავსტრიაში 2 მილიონ ადამიანს, რომლებიც ვაქცინირებული არ არიან, „ლოკდაუნი“ დაუწესდება. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შემთხვევების მკვეთრი მატების გამო მიიღო -კლინიკები პაციენტებით გადატვირთულია.
არავაქცინირებული მოქალაქეები სახლის დატოვებას მხოლოდ რამდენიმე მიზეზით შეძლებენ - სამსახურში წასასვლელად ან - პროდუქტის შესაძენად.
12:36 / 15.11.2021
 
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
16:12 / 14.11.2021
 
ჩილეში, პარლამენტის წევრი ხაიმე ნარანხო სიტყვით 15 საათის განმავლობაში გამოდიოდა, რათა ამ დროში მისი კოლეგა ჯორჯო ჯექსონი კარანტინიდან გამოსულიყო და პრეზიდენტის, სებასტიან პინიერას იმპიჩმენტისთვის დაეჭირა მხარი.
14:54 / 14.11.2021
 
კალენდარი
×