უცხოეთი
video
ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით პალესტინელებმა საერთო ჯამში 45 რაკეტა გაუშვეს. ორი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ BBC იუწყება.
20:05 / 11.05.2021
 
video
ჩინეთის უზარმაზარი რაკეტა Long March 5B-ის გამწევი მოწყობილობა დედამიწისკენ უკონტროლოდ მოემართება; ატმოსფეროში ის სავარაუდოდ 9 მაისის დილას შემოვა და მისი ტრაექტორიისთვის თვალის მიდევნება რამდენიმე ვებგვერდზე შეგიძლიათ.
21-ტონიანი რაკეტის გამწევი სავარაუდოდ დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწის ზედაპირის 70 პროცენტს ოკეანე ფარავს. მიუხედავად ამისა, ყოველი შემთხვევისთვის, მის ტრაექტორიას მსოფლიოს მრავალი ორგანიზაცია დეტალურად აკვირდება.

ატმოსფეროში შემოსვლის ზუსტი დრო და შესაძლო ჩამოვარდნის ადგილი უცნობია, რადგან ის სრულიად უკონტროლოდ მოძრაობს. რაკეტის ბირთვი ამჟამად დედამიწის ორბიტაზეა და ჩვენს პლანეტას გარს უვლის ყოველ 90 წუთში ერთხელ, წამში 7 კილომეტრის სიჩქარით.

ასტრონომთა ვარაუდით, რაკეტის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება ატმოსფეროში შემოსვლას გადაურჩეს და ჩამოცვივდეს.

Aerospace Corp.-ის მონაცემებით, რომელიც ობიექტის ტრაექტორიას უთვალთვალებს, ამ მომენტისთვის, რაკეტის ატმოსფეროში შემოსვლა ნავარაუდევია 9 მაისის დილის 08:19 წუთიდან. ორგანიზაცია სიახლეებს რეგულარულად აქვეყნებს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზეც.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც რაკეტის შესახებ უახლეს ამბებს შეგიძლიათ გაეცნოთ, არის ასტრონომ ჯონათან მაკდაუელის „ტვიტერი“.

რაკეტა Long March 5B ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა და ამით საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო. T-ის ფორმის სადგური რამდენიმე მოდულისგან იქნება აწყობილი.

რაკეტის ტრაექტორიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ამ ბმულზე.
22:38 / 08.05.2021
 
video
რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში „ყინულის ცუნამმა“ სანაპიროზე ჯებირები გაანგრია. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა gismeteo ავრცელებს.
21:05 / 23.04.2021
 
video
ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლის, პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. მას პირდაპირ ეთერში დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.
19:16 / 17.04.2021
 
video
სენტ-ვინსენტზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, კუნძული ვულკანური ფერფლით დაიფარა. ჰაერის გაუარესების გამო, 4 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
10:13 / 11.04.2021
 
video
უკრაინულმა მხარემ პრორუსი „ბოევიკების“ სადამკვირვებლო პოსტი გაანადგურა. შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეო უპილოტო საფრენი აპარატიდან არის გადაღებული. ინფორმაციას unian.net ავრცელებს.
18:42 / 07.04.2021
 
video
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაკვირვებული დარჩა ანკარაში მომხდარი ინციდენტით, რომლის დროსაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ოფიციალური შეხვედრის დროს სკამი არ გამოუყვეს.
18:17 / 07.04.2021
 
video
პუშპიკა დე სილვა ,,მისის შრი-ლანკას” კონკურსის გამარჯვებულია. ცერემონია ეროვნული ტელევიზიის ეთერში გადაიცემოდა და ყველაზე სკანდალური გამოდგა სილამაზის კონკურსების ისტორიაში.
21:33 / 06.04.2021
 
video
დუბაიში ერთ-ერთი ცათამბჯენის აივანზე შიშველი ქალების გადაღებისთვის 40 პირი დააკავეს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
23:08 / 05.04.2021
 
video
თურქეთის ართვინის პროვინციის სოფელ დერეიჩიჩში 50 სახლი დაიწვა. ამის შესახებ sozcu.com.tr იუწყება.
19:20 / 17.03.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×