ესპანეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსისგან დაღუპულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ესპანეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსისგან დაღუპულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
კატეგორიის სხვა სიახლეები
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ქალ კანდიდატს მომავალ კვირაში წარადგენს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
21:31 / 20.09.2020
რუსეთის სახალხო არტისტი, ლევ ლეშჩენკო მოსკოვის "დინამოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" თამაშის შედეგს გამოეხმაურა, რომლის შედეგად, "ლოკომოტივმა" მეტოქეს 2:1 ანგარიშით სძლია.
21:24 / 20.09.2020
„კანონის ტიტანი“, ფემინისტი და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს უხუცესი მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში რუთი პანკრიასის კიბოს ებრძვოდა. ცნობისთვის, გინსბურგი აშშ-ს ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. მან აღნიშნული პოზიცია 1993 წელს დაიკავა.
რუთ ბეიდერ გინსბურგი 1933 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და იურიდიული განათლება ჰარვარდში მიიღო, სადაც 500 კაცს შორის ერთადერთი ქალი იყო. სქესობრივი დისკრიმინაციის გამო დიდი ხნის განმავლობაში ნორმალურ სამსახურში ვერ საქმდებოდა. 1972 წელს მან ქალთა უფლებების დაცვისთვის ჩამოაყალიბა ორგანიზაცია Women’s Rights Project.
თავისი საქმიანობით, ის ლიბერალიზმისა და ფემინიზმის სახედ იქცა. ის იყო ქალი, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოდა.
მან ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაწყვეტაში დიდი როლი ითამაშა.

1996 წელი – აშშ VS ვირჯინია
1996 წელს ვირჯინიის სამხედრო სასწავლებელი იყო ერთადერთი სასწავლებელი ქვეყანაში, სადაც მხოლოდ კაცებს იღებდნენ. ვირჯინიის შტატი ამტკიცებდა, რომ ქალები ვერ ერგებიან მკაცრ სამხედრო სწავლებას. მოგვიანებით, ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ქალებისთვის განცალკევებულ საგანმანათლებლო პროგრამას შემქნიდნენ. თუმცა, გინსბურგი ამას არ დასჯერდა. ის მკაცრად უჭერდა მხარს გენდერულ თანასწორობას.
სწორედ გინსბურგის დახმარებით წლის ბოლოს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უზენაეს სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სასწავლებელში მხოლოდ კაცების მიღება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14, თანასწორობის მუხლს არღვევდა. მოსამართლეთა უმრავლესობა ამას დაეთანხმა და მიიჩნია, რომ გენდერული თანასწორობა კონსტიტუციური უფლებაა.
„არც მოქალაქე ჯარისკაცების სწავლების მიზანი, არც მეთოდოლოგია, თავისი არსით, არ გამორიცხავს ქალების მონაწილეობას. მიდგომები, თუ რა არის ქალისთვის შესაფერისი და რა – არა, აღარ ამართლებს ქალების შესაძლებლობების უარყოფას. ქალთა ნიჭი და შესაძლებლობები ამ აღწერილობას სცილდება“, – განაცხადა გინსბურგმა.
2015 – ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ
ობერგეფელი ჰოჯესის წინააღმდეგ არის ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების უფლება აშშ-ს 50 შტატში მიენიჭათ.
გინსბურგის პოზიცია გადამწყვეტი აღმოჩნდა – მისმა ხმამ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის გაუქმებას შეუწყო ხელი.
„ჩვენ შევცვალეთ ქორწინების იდეა. დღეს ქორწინება არ არის ის, რაც სამართლის და სამოქალაქო ტრადიციებში იყო“, – თქვა მან.
2016 – ორგანიზაცია Whole Woman’s Health VS ჰელერსედტი
Whole Woman’s Health-მა სასამართლოს მიმართა და ტეხასის შტატის რეგულაციები გააპროტესტა. რეგულაციების მიხედვით, ქალებს რთულად მიუწვდებოდათ ხელი აბორტზე.
გინსბურგი – „რაციონალური რწმენის მიღმაა, რომ კონგრესის კანონს შეუძლია, დაიცვას ქალების ჯანმრთელობა იმით, რომ მათ აბორტის პროცედურაზე წვდომა გაურთულოს.
როდესაც სახელმწიფო მკაცრად ზღუდავს უსაფრთხო და კანონიერ პროცედურებზე წვდომას, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ქალები მიმართავენ არალიცენზირებულ მოძალადე პრაქტიკოსებს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას“.


20:21 / 20.09.2020
სომხეთი ემზადება ახალი ომისთვის, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან განაცხადა.
18:53 / 20.09.2020
ბელარუსში, მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ათზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.
18:11 / 20.09.2020
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ შესაძლოა საყოველთაო კარანტინი კვლავ განხორციელდეს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლდად, მაგრამ აღნიშნა, რომ ამას არ ისურვებდა.
17:22 / 20.09.2020
უზბეკეთის ვიცე-პრემიერი უქტამ ბარნოევი, კორონავირუსმა იმსხვერპლა.
14:47 / 20.09.2020
შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოაცხადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ინფექცია ძირითადად მოხუცებს აზარალებს, თუმცა „ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ პანდემია ღარიბ ქვეყნებში ისეთ კატაკლიზმად გადაიქცა, სადაც ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
13:13 / 20.09.2020
სინგაპურში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ახალი მოწყობილობით, TraceTogether-ით იბრძოლებენ, - ამის შესახებ BBC წერს.
13:02 / 20.09.2020
საფრანგეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რიცხვი – 13 498-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, ეს მონაცემი 300-მდე შემთხვევით მეტია.
11:43 / 20.09.2020
კალენდარი
×