შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო იქნება
შოტლანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ტამპონები და საფენები უფასო იქნება
კატეგორიის სხვა სიახლეები
აშშ-ის პრეზიდენტმა სპეცსამსახურებს დაავალა, გაანალიზინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რათა "რუსეთმა პასუხი აგოს" ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა ალექსეი ნავალნის მოწამვლა და აშშ-ის ფედერალური უწყებების კომპიუტერული ქსელზე განხორციელებული კიბერთავდასხმა. ეს განცხადება თეთრის სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა.
11:15 / 22.01.2021
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 183 ადამიანს დაუდასტურდა, 213 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში "კოვიდ-19"-ით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
11:10 / 22.01.2021
ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მეუღლესთან, დაგ ემჰოფთან ერთად ინტერვიუ მისცა CBS-ის არხს. კამალა ჰარისმა დილის გადაცემის წამყვანის, ჯეინ პაულის კითხვას უპასუხა, სადაც წამყვანმა მას ჰკითხა, ,,დაგუგლა” თუ არა ქმრის შესახებ ინფორმაცია იქამდე, სანამ მას შეხვდებოდა.
22:46 / 21.01.2021
უნგრეთის წამლის მარეგულირებელი ორგანოები კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოყენებაზე პირველად ნებართვას გასცემენ.
22:41 / 21.01.2021
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 521 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 14 078 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
22:36 / 21.01.2021
რუსეთში ალექსეი ნავალნის მოკავშირე ლიუბოვ სობოლი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სობოლის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.
22:35 / 21.01.2021
გუშინ დონალდ და მელანია ტრამპებმა, პირველად ამერიკის ისტორიაში, ტრადიცია დაარღვიეს და ახალი პრეზიდენტის ინაუგურიას არ დაესწრნენ. მეუღლეებმა თეთრი სახლი ინაუგურაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს და ფლორიდაში გაფრინდნენ. თეთრი სახლი მელანიამ „დოლჩე და გაბანას“ და „შანელის“ ერთმანეთთან შეხამებული ულამაზესი ორეულით დატოვა, ფლორიდაში კი პირველი ლედი უკვე სულ სხვა ლუქით გამოჩნდა.
info9.ge
მეუღლეები პირადი თვითმფრინავიდან ერთად ჩამოვიდნენ. მელანიას ამჯერად „გუჩის“ სტაფილოსფერში გადაწყვეტილი ულამაზესი კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 3700 დოლარია. ანსამბლს ყოფილმა პირველმა ლედიმ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი და სათვალე შეუხამა. მოდის ექსპერტები თვლიან, რომ ევროპელი დიზაინერების არჩევით მელანიამ ამერიკელი დიზაინერების მიმართ ერთგვარი პროტესტი გამოხატა.
info9.ge
21:10 / 21.01.2021
დღეს მსოფლიოს ყურადღება ამერიკის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენისკენაა მიმართული. მსოფლიო მოდის ექპერტებმა უკვე გააკეთეს შეფასებები, როგორი იქნება ახალი პირველი ლედის სტილი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ჯილ ბაიდენის აკადემიური სტილი მკვეთრად განსხვავებული იქნება მელანია ტრამპის გლამურული ლუქებისგან. ამის თქმის საშუალებას ბაიდენის ძველი გამოსვლები გვაძლევს, რომლებმაც ჯილ ბაიდენის შესახებ ერთგვარი წარმოდგენა შექმნა.
info9.ge
ფაქტია, რომ ჯილ ბაიდენს არ ეშინია ღია, ხასხასა ფერების. ეს შესაძლოა იყოს „დოლჩე და გაბანას“ პერანგი, ღია ფერის შარვალი, ჯინსები და კედები. ქერათმიანი ლამაზმანი ყველა ანსამბლში შეუდარებელია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მასზე თითქმის ვერ ვნახავთ „გუჩის“ კაბებსა და „კრისტიან ლაბუტინის“ ფეხსაცმელს, ის მეტწილად აქცენტს ამერიკელ დიზაინერებზე გააკეთებს და უპირატესობას საშულო კლასის ბრენდებს მიანიჭებს. ჯილს ძალიან უყვარს ყვავილებიანი პრინტის კაბები. მაგალითად ჯო ბაიდენის გამარჯვების დღეს მას „ოსკარ დე ლა რენტას“ ულამაზესი ყვავილებიანი კაბა ეცვა. რაც შეეხება ოფიციალურ წვეულებებს, ის კლასიკურ, სადა სტილს ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად 2013 წელს ჯილ ბაიდენს ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე „ვერა ვანგის“ თეთრი კაბა ევა. სხვათა შორის, მოდი ექსპერტები თვლიან, რომ ჯილ ბაიდენის სტილი ძალიან ჰგავს საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის სტილს.info9.ge
info9.ge
21:04 / 21.01.2021
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 581 დეპუტატმა, 50 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.
20:52 / 21.01.2021
აშშ-ის რიგით 46-ე პრეზიდენტი 78 წლის დემოკრატი, ჯო ბაიდენი გახდა.მან და მისმა ვიცეპრეზიდენტმა, ამ თანამდებობაზე პირველმა აფროამერიკელმა, პირველმა აზიური წარმოშობისა და პირველმა ქალბატონმა, კამალა ჰარისმა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ, მთელი მსოფლიოს წინაშე დადეს ფიცი, რომ დაიცავენ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას და აშშ-ს - მტრებისგან.
ინაუგურაციის ცერემონიას აშშ-ში განსაკუთრებული ისტორია აქვს. თითქმის ყველა პრეზიდენტს ეპოქის დიდებული ვარსკვლავები უმღეროდნენ და მათ წინაშე პერფორმანსებით გამოდიოდნენ.
info9.ge
ასე მაგალითად, 1941 წელს, ფრანკლინ დელანო რუზველტისა და მისი მეუღლის წინაშე, რუზველტის ინაუგურაციაზე, არც მეტი, არც ნაკლები, ჩარლი ჩაპლინი წარდგა, თავისი ცნობილი მონოლოგით ფილმიდან "დიდი დიქტატორი";
info9.ge
1957 წელს, ოპერის შემსრულებელი, მარიან ანდერსონი გახდა პირველი შავკანიანი ქალბატონი, რომელმაც ინაუგურაციაზე აშშ-ის ჰიმნი შეასრულა, დვაიტ ეიზენჰაუერის რიგით მეორე ვადით არჩევის ზეიმზე, სადაც თავად პრეზიდენტმა მიიწვია;
info9.ge
ჯონ ფიცჯერალდ კენედის ინაუგურაციაზე 1961 წელს, მისმა დიდმა მეგობარმა, ფრენკ სინატრამ გალასაღამოს პროდიუსერობა ითავა და ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოაწყო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, კენედისთვის მღეროდნენ დიდებული მომღერლები, ელა ფიცჯერალდის ჩათვლით;თეთრ სახლში ცეცხლოვანი შოუ მოაწყო ჯეიმს ბრაუნმა, როდესაც კონცერტი გამართა რიჩარდ ნიქსონის ინაუგურაციის აღსანიშნავად 1969 წელს;
info9.ge
1993 წელს ბილ კლინტონის პრეზიდენტად არჩევის და ფიცის დადების ცერემონია მუსიკალურად ელტონ ჯონმა, ბარბარა სტრეიზანდმა და მაიკლ ჯეკსონმა გააფორმეს;
info9.ge
2009 წელს დაუვიწყარი იყო ბარაკ ობამას ინაუგურაციის საღამო, სადაც ბიონსემ At Last ბარაკისა და მიშელის შესანიშნავი და მბრწყინავი წყვილის ცეკვის თანხლებით შეასრულა. ამავე ინაუგურაციაზე ნახავდით და მოისმენდით ბრიუს სპრიგნსტინს, შაკირას, ქუინ ლატიფას, არეტა ფრანკლინს, მერი ჯეი ბლაიჯს და სხვა ვარსკვლავებს... სამაგიეროდ, სელინ დიონმა და ელტონ ჯონმა ოფიციალურად უთხრეს უარი დონალდ ტრამპს და არ გამოვიდნენ რიგით 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ზოგადად, ტრამპს არც კი ღირსებია ვარსკვლავების ისეთი მხარდაჭერა, როგორიც მის დემოკრატ კონკურენტებს ჰქონდათ, განსაკუთრებით, ეს ჯო ბაიდენს ეხება. მას და კამალა ჰარისის გუნდს ამ არჩევნებზე უამრავი ცნობილი ადამიანი ედგა მხარში, მათ შორის იყვნენ ლედი გაგა და ჯენიფერ ლოპესიც, რომელსაც ინაუგურაციაზე გამოსვლის პატივიც ხვდათ წილად.
info9.ge
სანამ უშუალოდ პერფორმანსებს შევეხებოდეთ, მანამდე ერთ განსაკუთრებულ მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი - მაშინ, როდესაც მთელი ოთხი წლის განმავლობაში ტრამპის მეუღლე, პირველი ლედი, უმშვენიერესი და გემოვნებიანი მელანია, ძირითადად, ევროპელი დიზაინერების ნამუშევრებით ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე და თეთრი სახლიც "შანელის" პიჯაკითა და დოლჩე და გაბანას" ბრწყინვალე შავი კაბით დატოვა, რომელსაც შავი გრძელი ხელთათმანებიც შეუხამა ჯო ბაიდენის მეუღლემ, ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, ასევე ბარაკ ობამას მეუღლემ, მიშელ ობამამ, რომელიც მეორე ნახევართან ერთად ესწრებოდა ინაუგურაციის ცერემონიას, ამერიკელ დიზაინერებს მიმართეს.
info9.ge
მიშელ ობამა ისედაც ხშირად იცვამდა თანამოქალაქე დიზაინერების კოლექციებიდან ნამუშევრებს და ამით მათ თანადგომას უცხადებდა, ამჯერად კი ფართო შარვლით, მასზე მორგებული ქამრით, როლინგით და გრძელი პალტოთი წარდგა, სამოსის ყველა დეტალი ერთ, - შინდისფერ ფერში გახლდათ გადაწყვეტილი და ის ეკუთვნოდა სერჯიო ჰადსონს, ამერიკელ დიზაინერს, რომელსაც მანამდე როგორც მიშელთან, ასევე რიანასა და ბიონსესთანაც ხშირად უმუშავია.
info9.ge
ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ასევე ამერიკელი დიზაინერის ნამუშევარი მოირგო ინაუგურაციის დღეს, ეს გახლდათ კრისტოფერ ჯონ როჯერსის იისფერი ანსამბლი, პალტო და კაბა. იისფერი ჰარისს შემთხვევით არ აურჩევია ინაუგურაციისთვის და ის დიდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.
info9.ge
მეწამული გახლდათ ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალის, შირლი ჩისჰოლმის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური ფერი, როდესაც ის საპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობდა. სწორედ ჩისჰოლმი გახდა კამალა ჰარისის ცხოვრების მთავარი ინსპირაცია პოლიტიკაში მოსასვლელად და სამოსის ფერის შერჩევით მან პატივი, პირველ რიგში, ამ ქალბატონს მიაგო და მათთან ერთად ყველა აფროამერიკელ ქალს, რომელიც დღევანდელ ამერიკაში წარმატებისთვის იბრძვის.
კამალა ჰარისის მეუღლემ, ისევე, როგორც თავად პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, „რალფ ლორენის“ კოსტიუმებს მიანიჭეს უპირატესობა.
info9.ge
რაც შეეხება პირველ ლედის, დოქტორ ჯილ ბაიდენს - მისი ჩაცმულობაც ასევე ამერიკელი დიზაინერების ნახელავია.
ინაუგურაციის წინა დღეს, პირველმა ლედიმ უპირატესობა ასევე იისფერს მიანიჭა და ამერიკელი დიზაინერის, ჯონათან კოენის ანსამბლით წარდგა ოფიციალურ ღონისძიებაზე, ხოლო კონკრეტულად ინაუგურაციის დღეს უკვე ლურჯი ფერის პალტოსა და კაბის კომბინაცია არჩია, ნიუ იორკში დაფუძნებული ბრენდის, "მარკარიანის“ კოლექციიდან... ინტერნეტში ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის მიერ სპეციალურად ჯილ ბაიდენისთვის წინასწარ ჩახატული ესკიზის ფოტოც გამოჩნდა.

წყარო: nargismagazine.ge

19:59 / 21.01.2021
კალენდარი
×