აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა
კატეგორიის სხვა სიახლეები
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დოკუმენტი სენატს წარედგინა. მართალია ტრამპი უკვე წარსულია, თუმცა მომავლად რომ არ იქცეს, დემოკრატები ზომებს არ იშურებენ. მიზანი იმაშია, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პოლიტიკაში მოსასვლელი გზები ჩაუკეტონ.
22:04 / 26.01.2021
აშშ-ის სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. ენტონი ბლინკენის კანდიდატურას მხარი 78-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 22 სენატორი წინააღმდეგ წავიდა.
21:59 / 26.01.2021
ამერიკის ახლადარჩეული ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მეუღლე, ადვოკატი დაგ ემჰოფი ამბობს, რომ კამალა პირველი ნახვით შეუყვარდა. დაგი იხსნებს, რომ პირველი პაემანი 2013 წელს შედგა, მაშინ ჰარისი კალიფორნიაში პროკურორად მუშაობდა. ემჰოფი GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის აქტიურად იყო ჩართული ვიცე-პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში და ამან უდიდესი გამოცდილება მისცა. ის აპირებს დროებთ შეაჩეროს იურიდიული საქმიანობა და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მეუღლეს.
21:51 / 26.01.2021
ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა.
20:44 / 26.01.2021
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად „ბლერ ჰაუსში“ გადავიდა. ესაა ვიცე-პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზიდენცია, რომელიც თეთრი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. წლების წინ აქ თავად ჯო და ჯილ ბაიდენები ცხოვრობდნენ, როდესაც ამერიკის პრეზიდენტის პოსტს ბარაკ ობამა იკავებდა.
19:30 / 26.01.2021
25 იანვარს შოტლანდიაში ნაციონალური ზეიმია. ეს გახლავთ რობერტ ბერნსის დაბადების დღე, რომელსაც მთელი ქვეყანა რიგი ღონისძიებებით აღნიშნავს. ამ დღეს შოტლანდიელებს დღესასწაული პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა მიულოცეს.
19:16 / 26.01.2021
საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მოსახლეობას ეკრძალება ხელნაკეთი პირბადის ტარება, ნათქვამია, რომ ისინი არ უზრუნველყოფენ საკმარის დაცვას COVID-19 ახალი შტამისგან. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
18:55 / 26.01.2021
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს უკვე 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBჩ სტატისტიკის ეროვნული ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში ვირუსს 7 776 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის განმავლობაში, ეს ქვეყნისთვის, ერთი კვირის განმავლობაში, გარდაცვალების მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასული წლის აპრილში, ორი კვირა ფიქსირდებოდა რეკორდული მაჩვენებელი და კვირაში გარდაცვალების 9 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. არც იქამდე და არც მას შემდეგ, ერთ კვირაში გარდაცვალების 7 ათასზე მეტი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
16:10 / 26.01.2021
ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით ვერ დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
15:08 / 26.01.2021
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია სენატს გადასცა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი 8 თებერვალს დაიწყება. პროცესის ფარგლებში წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები, ე.წ. იმპიჩმენტის მენეჯერები ბრალდების მხარის როლს შეასრულებენ, ხოლო სენატორებს ნაფიც მსაჯულთა როლი დაეკისრებათ. იმპიჩმენტის პროცესს "დემოკრატი" სენატორი, პატრიკ ლიხი უხელმძღვანელებს.
12:02 / 26.01.2021
კალენდარი
×