აშშ-ში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა
აშშ-ში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა
კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლონეთის დედაქალაქში აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას რამდენიმე ასეული ადამიანი იღებს.
23:25 / 08.03.2021
სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
19:25 / 08.03.2021
ავსტრიის ხელისუფლებამ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შემდეგ ერთი ადამიანის დაღუპვისა და რამდენიმე ადამიანის ავად გახდომის შემდეგ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
19:52 / 07.03.2021
ამერიკელმა ექიმებმა დააფიქსირეს კორონავირუსით ე.წ. „სამუდამო“ ინფიცირების პირველი შემთხვევები, როცა პაციენტის ორგანიზმში ვირუსი ნახევარ წელზე მეტხანს დარჩა. ამის შესახებ იმ კვლევის შედეგებშია ნათქვამის, რომლის თაობაზეც სტატია პორტალზე medRxiv ქვეყნდება.
12:21 / 07.03.2021
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ერთადერთ სასახლედ მოიხსენია ის სახლი, რომელშიც ისსახელმწიფოს მეთაურის თქმით, მისი ოპონენტები ცდილობენ იპოვონ უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტი, რომლებიც მან სავარაუდოდ უკანონოდ შეიძინა. “მე მაქვს მხოლოდ ერთი “სასახლე” და ეს არის სახლი, სადაც დედასთან ერთად გავიზარდე. ყველაფერი დანარჩენი სახელმწიფოს ეკუთვნის”, – განაცხადა მან.
19:19 / 06.03.2021
ტიბეტელი ბუდისტების სულიერ ლიდერს დალაი-ლამას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
19:15 / 06.03.2021
სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ავტობუსი, რომლითაც უკრაინელები მგზავრობდნენ, თხრილში ჩავარდა. შედეგად, დაღუპულია 6 და დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ავარია ღამით, მაშინ მოხდა, როცა პოლონეთში სამუშაოდ ჩასული 57 უკრაინელი მუშა უკრაინაში ბრუნდებოდა.

„შემთხვევის დროს, მგზავრთა უმეტესობას ეძინა. მათ დიდ ნაწილს ღვედი არ ეკეთა და სერიოზული დაზიანებები მიიღეს. მგზავრთა ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა ადამიანები არიან“ - ამბობს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი.

არსებული ინფორმაციით, მგზავრებს შორის არცერთი ბავშვი არ ყოფილა.

პოლონეთში ორ მილიონამდე უკრაინელი ცხოვრობს ან მუშაობს.info9.ge
16:46 / 06.03.2021
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ბაგრამიანის გამზირზე მობილიზებულია პოლიციაც. ცოტა ხანში აღნიშნულ გამზირზე ელოდებიან კიდევ ერთი აქციის მონაწილეებს, რომლებიც მანამდე თავდაცვის სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურ ონიკ გასპარიანს დაუჭირეს მხარი.
16:41 / 06.03.2021
მიმდინარე კვირაში "კოვაქსისთვის" შეკვეთილი ვაქცინები 20 ქვეყნაში ჩაიტანეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა.

ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ამ კვირაში 20-მა ქვეყანამ 20 მლნ დოზა ვაქცინა მიიღო. მისივე თქმით, მომდევნო კვირაში ვაქცინებს კიდევ 31 ქვეყანაში ჩაიტანენ.

"მომდევნო კვირაში "კოვაქსისთვის" შეკვეთილ ვაქცინებს 31 ქვეყანაში მიიღებენ. კერძოდ, საუბარია 14,4 მილიონ დოზაზე", – განაცხადა გებრეიესუსმა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პლატფორმა "კოვაქსით" დარიგებული ვაქცინების რაოდენობა ჯერ კიდევ არც ისე დიდია. პირველ ეტაპზე, "კოვაქსის" პლატფორმის წევრი ქვეყნები იმ რაოდენობის ვაქცინებს მიიღებენ, რაც მოსახლობის ორი-სამი პროცენტის ასაცრელად იქნება საკმარისი.

გებრეიესუსის თქმით, აუცილებელია "კოვაქსის" პლატფორმის შესაძლებლობების გაფართოება, რისთვისაც საჭიროა ვაქცინების წარმოების გაზრდა და ექსპორტზე დაწესებული ბარიერების მოხსნა.
13:21 / 06.03.2021
ლიეტუვა ბელარუსს ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას არ გადასცემს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
21:13 / 05.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×