ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს სჭირდებათ COVID 19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა მეტი კვლევა ჩატარდეს იმის დასადგენად, თუ ვის სჭირდება გამაძლიერებელი დოზები.
„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებს ან მოზარდებს ესაჭიროებათ გამაძლიერებლები. ამის არანაირი მტკიცებულება არ არის“, - აღნიშნა სუმია სვამინათანმა.
ისრაელმა დაიწყო მესამე დოზის შეთავაზება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ ამ თვის დასაწყისში დაუშვა „ფაიზერისა“ და BioNTech COVID 19-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გასულ კვირას გერმანია გახდა უახლესი ქვეყანა, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია 12-დან 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს, მიიღონ COVID 19-ის გამაძლიერებელი აცრა. ასე მოიქცა უნგრეთიც.
„მიზანია დავიცვათ ყველაზე დაუცველები, დავიცვათ ისინი, ვინც მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან. ესენი არიან ჩვენი ხანდაზმული, იმუნოდეფიციტის მქონე პირები და, ასევე, ჯანდაცვის მუშაკები“, - განაცხადა სუმია სვამინათანმა.