კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა მხოლოდ სამხედრო მეთოდს განიხილავს. კრემლი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს უკრაინის და ყირიმის განზრახვის შესახებ და განაცხადა, რომ კიევი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ სურს მშვიდობიანი გადაწყვეტილებების ძიება. ინფორმაციას რუსული BBC ავრცელებს.
„თავიდანვე და პრეზიდენტმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა, ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე, უკრაინის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ყირიმი უკრაინას ძალით, უნდა დაუბრუნდეს და დე ფაქტო უკრაინამ არ მისცა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ტერიტორიების გასხვისების თემის განხილვა, აქ სხვა გაგება არ შეიძლება, ამაზე საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა პესკოვმა.
ინფორმაციისთვის, ვლადიმერ ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ ის ღიაა საერთაშორისო საზოგადოების წინადადებებისთვის, ყირიმის საკითხის არასამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ, მაგრამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის ომის დასრულება ნიშნავს, ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას.