მარგარიტა სიმონიანი აღშფოთებულია, რომ არსებობენ რუსები, მათ შორის "მაღალ წრეებშიც", რომლებსაც უკრაინასთან ომზე ხმამაღლა საუბრის ეშინიათ და ფიქრობენ, რომ ჰააგის სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა.
ვლადიმერ სალავიოვის ეთერში სტუმრობისას, კრემლის პროპაგანდისტმა განაცხადა, რომ რუსებს შერცხვენის და საკუთარი ხალხის ღალატის უნდა ეშინოდეთ, რადგან ომის წაგების შემთხვევაში "ჰააგა ელოდება იმ დამლაგებელსაც კი, რომელიც კრემლში ქვაფენილს ასუფთავებს".