ჩვენ შინ, ევროპაში დაბრუნება გვსურს, მე აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის შინისკენ მიმავალი გზა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა იზიარებს ევროპის და არა რუსეთის ღირებულებებს, რომელიც უკრაინის წარსულში დაბრუნებას ცდილობს.
„რუსეთს სურს გაანადგუროს უკრაინული და ევროპული ცხოვრების წესი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროპული ფასეულობების გარანტი მხოლოდ უკრაინის გამარჯვება იქნება.
„გიწვევთ ყველას უკრაინაში, დიდება უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ევროკავშირის დროშა გადასცეს.
დარბაზში შესულ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპარლამენტარები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მხურვალე ტაში მოჰყვა მის სიტყვით გამოსვლასაც, რის შემდეგაც დარბაზში უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები გაისმა. ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდა.
interpressnews.ge