ზახაროვამ ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს პროვოკაცია უწოდა, რომელიც, მისი თქმით, მიზნად „რუსეთსა და უკრაინა შორის მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ისახავს“.
„სიმართლის დასადგენად, საჭიროა ჩატარდეს პატიოსანი, მიუკერძოებელი დამოუკიდებელი გამოძიება, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს პასუხის 4 კითხვის გაცემაზე: გვამების იდენტიფიკაცია, ადამიანების გარდაცვალების დრო და მიზეზები, გვამის შესაძლო გადაადგილების კვალი.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოთხოვნა გაეროს გენერალურ მდივანთან, ბატონ გუტერესთან, კვლავ აქტიურია, ამაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია და მოთხოვნა ასეა ჩამოყალიბებული: ჩვენ ვითხოვეთ გვარების სრული სია, ბუჩას მცხოვრებლების, რომლებიც მითითებულ ვადაში დაიღუპნენ“, - განაცხადა ზახაროვამ.