გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კახოვკის კაშხლის განადგურება უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია.
„ჩვენ ყველამ ვიხილეთ უკრაინის ხერსონის რეგიონში ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები დღეს. დღევანდელი ტრაგედია კიდევ ერთი მაგალითია ადამიანებზე ომის საშინელი ფასისა. ეს უნდა შეწყდეს. სამოქალაქო პირებზე და კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.