გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს. „თეგეტა მოტორსი“ სამუშაოს მაძიებლებს „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად დასაქმების უნიკალურ შანსს აძლევს.
„თეგეტა მოტორსის“ დასაქმების პროექტი –
„დაიწყე კარიერა თეგეტაში“ გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას „თეგეტა აკადემიაში“ დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში.