„ავერსში“ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო
11:13 / 12.12.2019
„ავერსის“ აფთიაქებში ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო.
კომიტეტმა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
10:41 / 12.12.2019
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
პოლიციამ გიორგი ვაშაძე დააკავა
10:31 / 12.12.2019
ვითარება რუსთაველის გამზირზე - სამართალდამცავებსა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან
10:17 / 12.12.2019
ე.წ კლანის სიის დამტკიცება და პარლამენტის პიკეტირება - საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციია მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, სავარაუდოდ, ამოღებულია იარაღი და ფული, დაკავებულია ორი პირი
23:05 / 11.12.2019
ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, დაკავებულია ორი პირი.
ანიტას ბებია: მადლობა, დაგვიკავშირდნენ პრემიერის დავალებით
22:25 / 11.12.2019
“მადლობა, დაგვიკავშირდნენ პრემიერის დავალებით ” – ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი თხოვნის შემდეგ მას პრემიერის დავალებით დაუკავშირდნენ.
ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
22:03 / 11.12.2019
ამ წუთებში, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საპეცოპერაციის შედეგად ერთი პირია დაკავებული.
აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულად სცნეს
21:59 / 11.12.2019
თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდეტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
არ ეპატიება ასეთი სიტყვები პრეზიდენტს — გიგა ოთხოზორიას დედა
21:40 / 11.12.2019
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია აცხადებს, რომ ჯარზე ასეთი სიტყვები არ ეპატიება პრეზიდენტს, რომელიც ამავე დროს მთავარსარდალია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას განუცხადა.
გიგა ბოკერია: ვისაც ხვალ პარლამენტში შესვლა უნდა ღამე უნდა გაათენონ
21:19 / 11.12.2019
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.
"ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დავუჭერ"- კახა ოქრიქშვილი
21:14 / 11.12.2019
"ქართული ოცნების" ე.წ. აჯანყებული წევრი კახა ოქრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მმართველი პარტიის მაჟორიტარმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
მისი განმარტებით, მომხრეა, რომ დეპუტატს ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს, რათა მასზე გავლენა ვერ მოახდინონ.
"დამეხმარეთ ყველა... ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია!“ - 2 წლის ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს
21:07 / 11.12.2019
პატარა ანიტას ბებიის ინფორმაციით, ანიტას მდგომარეობა გაუარესდა. თამუნა გლურჯიძე დახ,მარების თხოვნით მიმართავს სახელმწიფოს და ჟურნალისტებს რათა ხმა მიაწვდინონდ პრემიერ-მინისტრამდე.
გიგი უგულავა: პოლიცია მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს
21:02 / 11.12.2019
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პოლიცია ბრალს 126-ე მუხლით უყენებს, რომელიც პირის ცემას გულისხმობს.
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს
20:54 / 11.12.2019
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს. 
გიგი უგულავა: ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, ორი კაცი ორ კაცთან ჩხუბობდა, უბრალოდ, ისინი უფრო სპორტულები იყვნენ
20:53 / 11.12.2019
ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, ორი კაცი ორ კაცთან ჩხუბობდა, უბრალოდ ისინი უფრო სპორტულები იყვნენ, ვიდრე ჩვენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
გოკა გაბაშვილი: ასლან აბაშიძესაც იგივე ტაქტიკა ჰქონდა, ფიზიკური თავდასხმები ყოველდღიური რუტინა იყო - ამას აკეთებენ აქაც და მოხვდებათ ცხვირში
20:46 / 11.12.2019
ამ ბრიყვებს ჰგონიათ, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ, გეგმებს შეუცვლიან, ვიღაცის ბრძოლისუნარიანობას და ჟინს გამოაცლიან ან მოქანცავენ, მაგრამ ასე არ იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გოკა გაბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე - ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს, ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს
18:57 / 11.12.2019
როცა საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით ქარიშხალს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებებზე ოპოზიციის კრიტიკას.
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე - არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი და ჩვენი კოლეგა
18:55 / 11.12.2019
არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი და ჩვენი კოლეგა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×