თავდაცვის სამინისტრო: რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა
20:37 / 18.12.2018
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა,
პაატა კალანდაძე: იერუსალიმში საქართველოს საელჩოს გადატანაზე თუ კონსულტაციები იქნება, მხარეები ამოვალთ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე
20:35 / 18.12.2018
ისრაელის მხარეს სურვილი აქვს, რომ უცხო ქვეყნის საელჩოები იხილონ იერუსალიმში, ეს გასაგებია, თუმც, ქართული მხრიდან ამ საკითხზე ჯერ არაფერი ყოფილა,
ნიკა მელია ბუტა რობაქიძის მშობლებზე: ამ ადამიანებს სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია არაფრად მიაჩნიათ
20:34 / 18.12.2018
ეს არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ ზაზა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბუტა რობაქიძის საქმის დღევანდელ პროცესს და აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტია, როცა რობაქიძის მშობლები ზაზა სარალიძის მიმართ არ არიან სოლიდარულები და მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრად იხსენიებენ.
ელჩის ინფორმაციით, ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია
20:32 / 18.12.2018
ისრაელში საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის ინფორმაციით, ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო კვლავ არის.
ზაზა სარალიძე: შსს-ში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის კალანდიასი
20:31 / 18.12.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძესა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროს ვლადიმერ ბოცვაძეს შორის შეხვედრა დასრულდა.
თავდაცვის სამინისტრო: რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა
19:41 / 18.12.2018
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელი, ვალერი ოსიპიანი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია
17:28 / 18.12.2018
ვალერი ოსიპიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა კოლეგას სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ
17:21 / 18.12.2018
სასამართლოს გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს პატიმრობა 5 წლითად და სამი თვით მიუსაჯეს. გურამ დონაძე დამნაშავედ 332 მუხლით იქნა ცნობილი ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმეში გამოძიება დონაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არასრულწლოვანი პირებისთვის პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე იმსჯელა
17:15 / 18.12.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა წარმოადგინა.
ირაკლი კობახიძე ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
17:11 / 18.12.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ვიზიტად ესტონეთში იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტს - კერსტი კალიულაიდს შეხვდა.
სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
17:02 / 18.12.2018
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის განმავლობაში, უკანონო თევზჭერის 336 ფაქტი გამოავლინეს
17:00 / 18.12.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის განმავლობაში, 336 უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 145 ფაქტი შეიცავდა.
სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
16:57 / 18.12.2018
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ე.ბ.-ის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დ.ბ-ის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტისთვის 'Meliora 2018'!-ის ჯილდოები დაიმსახურა
16:56 / 18.12.2018
18 დეკემბერი, 2018- საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი 'Mელიორა 2018'!-ის ჯილდოები დაიმსახურა. კონკურსი საქართველოში წელს პირველად გაიმართა და პირველივე ჯერზე საქართველოს ბანკმა ორი ჯილდო მიიღო. საქართველოს ბანკი ჩშღ -ის სფეროში განხორციელებული საინტერესო ინიციატივებისთვის დაჯილდოვდა კატეგორიაში "მწვანე ინიციატივა" აპლიკაციისთვის "გზად". დამგზავრების აპლიკაცია ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის შეიქმნა. გზად აპლიკაცია კოლეგებს გარემოზე ზრუნვის, პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და ერთად კომფორტულად მგზავრობოს შესაძლებლობას აძლევს, რაც მოძრაობის განტვირთვაზეც პოზიტიურად აისახება. ასევე, საქართველოს ბანკს ჩშღ -ის შესახებ წარმოებული კომუნიკაციისთვის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. ჩშღ-ის სფეროში განხორციელებული შთამბეჭდავი ინიციატივებისათვის კი მადლობის სიგელი მიიღო.
ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა
16:52 / 18.12.2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.
თამარ ჩუგოშვილი: ჩემთვის პატივია საქართველოს პარლამენტის სახელით მოგმართოთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენელებს უცხოეთში და მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდადებისთვის, რასაც თქვენ ყოველდღიურად ეწევით
16:49 / 18.12.2018
18-21 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრას "ელჩების კონფერენცია 2018 - ქართული დიპლომატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის მასპინძლობს".
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო
13:40 / 18.12.2018
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აღნიშნული საქმის პროკურორის იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა. როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი კარიერულად დაწინაურდა მთავარ პროკურატურაში, რაც მისთვის მიუღებელია.
სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას შეუდგა
13:38 / 18.12.2018
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას შეუდგა. სალომე ზურაბიშვილი სასახლეში რამდენიმე წუთის წინ, ფეხით მივიდა.
ქრთამის აღება: დაკავებულია მცხეთის მერის წარმომადგენელი
11:21 / 18.12.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.
პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა, გარდაიცვალა
11:05 / 18.12.2018
გუშინ, 17 დეკემბერს, ღუდუშაურის კლინიკაში, ე.წ. გლდანის ციხის პატიმარი, 34 წლის გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა.
მამუკა ბახტაძე: სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს საჭიროა პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება
10:47 / 18.12.2018
ჩვენი მიზანია ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ დიპლომატიას ეკისრება, - ამის შესახებ ელჩების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა.
მამუკა ბახტაძე: სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს საჭიროა პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება
10:42 / 18.12.2018
სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს საჭიროა პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.
სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მუშაობას დღეიდან შეუდგება
10:39 / 18.12.2018
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში დღეიდან შევა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას სწორედ აღნიშნული რეზიდენციიდან შეუდგება.
დღის სიახლეები
კალენდარი