რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო
17:02 / 03.06.2023
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო. პარლამენტის დროებითმა თავმჯდომარემ, დევლეთ ბაჰჩელიმ ქვეყნის მეთაურს არჩევნებში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა, რის შემდეგაც ერდოღანმა თურქი ხალხის წინაშე ფიცი დადო.
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ვილნიუსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რაიმე სიგნალს არ მივიღებთ, უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება
14:15 / 03.06.2023
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, თუ უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ როდის შეძლებს ალიანსში გაწევრიანებას.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება „სამხრეთ ოსეთის ისტორიის“ დაწერას ცდილობს
12:58 / 03.06.2023
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება „სამხრეთ ოსეთის ისტორიის“ დაწერას ცდილობს. ამ თემაზე სამუშაო შეხვედრა დე ფაქტო პარლამენტის ნაციონალური პოლიტიკის და კულტურის კომიტეტში გაიმართა.
სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს
10:30 / 03.06.2023
აღვავლენთ ლოცვებს მართლმადიდებლობით აღსრულებულ ჩვენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დამაშვრალთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდ-პანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლადშესვენებულთათვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომელსაც სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ავრცელებს.
სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა
09:56 / 03.06.2023
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
22:51 / 02.06.2023
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია - სადაც პუტინი მიზნად ისახავდა გაძლიერებას, გამოავლინა სისუსტე, სადაც გაყოფას ცდილობდა, გააერთიანა, რისი თავიდან აცილებაც სცადა, დააჩქარა
17:05 / 02.06.2023
რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია, რაც ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში შეამცირებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იარაღის ბრუნვის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა
16:58 / 02.06.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი და სხვა თანმდევი საკანონმდებლო აქტების ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
16:53 / 02.06.2023
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა.
ბათუმი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება
13:01 / 02.06.2023
მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრაზე საერთაშორისო ღონისძიების საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
მედია - დასავლეთის შეფასებით, ბახმუტის აღების მცდელობა რუსეთს 60 000-ზე მეტ დაღუპულ და დაშავებულ ჯარისკაცად დაუჯდა
10:05 / 02.06.2023
დასავლეთის შეფასებით, უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობისას რუსეთის 60 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერი - ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მოგვანიჭონ სტატუსი - წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა
20:17 / 01.06.2023
ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა, ამაში ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დღის სიახლეები
კალენდარი
×