Loading data...
რუსეთმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ავდეევკას მახლობლად, ISW-მ შესაძლო მიზეზი დაასახელა

სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში გრძელდება და რუსმა ოკუპანტებმა 3-4 მაისის ღამეს „მნიშვნელოვანი ტაქტიკური წინსვლა განახორციელეს ავდეევკას ჩრდილო-დასავლეთით, არხანგელსკოეს მახლობლად“. ამის შესახებ უკრაინული მედია ომის შემსწავლელ ინსტიტუტზე დაყრდნობით წერს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW-ის) შეფასებით, შესაძლოა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინულმა მხარემ 3 მაისს ტერიტორიის დატოვება გადაწყვიტა.

„...4 მაისს გამოქვეყნებული დამატებითი გეოლოკაციური კადრები აჩვენებს, რომ რუსული ჯარები წინ წავიდნენ არხანგელსკოეს აღმოსავლეთ გარეუბანში. ISW-ის შეფასებით, რუსეთის მიერ არხანგელსკოეს აღება ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, კერამიკსა და ნოვოკალინოვოს აკონტროლებენ (ორივე არხანგელსკოეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს),“ - ამბობენ ანალიტიკოსები.

მათივე აზრით, უკრაინელებმა შესაძლოა გადაწყვიტეს, რომ დროებით დათმონ სივრცე, რადგან ფრონტზე შეერთებული შტატებიდან მეტი დახმარების მიღებას ელიან.