Loading data...
რუსეთმა ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო თვითმფრინავების ნაწილები საზღვარგარეთიდან შეიძინა - ISW

რუსეთი ახერხებს საზღვარგარეთ სამხედრო აღჭურვილობისთვის დასავლური ნაწილების შეძენას სანქციების გვერდის ავლით.

როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები აღნიშნავენ, 2022 წლიდან აგრესორმა ქვეყანამ მოახერხა უცხოეთიდან თითქმის 500 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო აღჭურვილობის კომპონენტების შეძენა, მათ შორის სამხედრო.

„სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების რუსმა მწარმოებელმა და რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატის Rostec-ის შვილობილმა კომპანიამ - „იაკოვლევიმ“ წარმატებით გადალახა საერთაშორისო სანქციები და 2022 წლიდან ყიდულობდა სამხედრო აღჭურვილობას საზღვარგარეთიდან. რუსული გამოცემა The Moscow Times იტყობინება, რომ „იაკოვლევი“,  რომელიც აწარმოებს Su-30 საბრძოლო თვითმფრინავებს და Yak-130 საბრძოლო მომზადების თვითმფრინავებს, 2022 წლიდან საზღვარგარეთ თითქმის 500 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო ტექნიკა შეიძინა“, - წერენ ანალიტიკოსები.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის სექტემბერში რუსეთმა ირანში თვითმფრინავი Yak-130 გაგზავნა. „მოსკოვის თაიმსი“, ასევე, იტყობინება, რომ„ იაკოვლევი“ ძირითადად ყიდულობდა კომპონენტებს რადარის აღჭურვილობისთვის და სამხედრო თვითმფრინავებისთვის.