Loading data...
ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა - ხიდი მთლიანად დაინგრა

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

ბალტიმორის ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა კევინ კარტრაიტმა დაადასტურა, რომ ხიდს დაეჯახა დიდი გემი, რამაც გამოიწვია ხიდის ნგრევა.

ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხიდის დანგრევისას შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა წყალში ჩავარდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.