Loading data...
ბლინკენი: ღაზას მოსახლეობასა და დროებით ზავს შორის მხოლოდ „ჰამასი“ დგას

ამჟამად ღაზას მოსახლეობასა და დროებით ზავს შორის მხოლოდ „ჰამასი“ დგას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის თქმით, „ჰამასის“ ლიდერები ეგვიპტესა და კატარში მოლაპარაკებებისთვის შუამავლებს გზავნიან.

„უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ უპასუხებენ ისინი შეთავაზებას, რომელიც დროებით ზავს და მძევლების გათავისუფლებას ეხება. რეალობა ისეთია, რომ ამჟამად ღაზის მოსახლეობასა და დროებით ზავს შორის მხოლოდ „ჰამასი“ დგას“, - განაცხადა ბლინკენმა.