Loading data...
Bloomberg: აშშ-ის პოლიციამ ბოლო კვირებში 2100-ზე მეტი პროპალესტინელი სტუდენტი დააკავა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართალდამცველებმა პალესტინის მხარდამჭერი აქციების მასობრივი დაკავება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს და აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში დაკავებულთა რაოდენობა 2100-ს აღემატება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის უნივერსიტეტების კამპუსებში სტუდენტებმა „კარვების ბანაკები“ მოაწყვეს, რითაც აპროტესტებენ ისრაელის ქმედებებს პალესტინაში და ისრაელისადმი ამერიკის მთავრობის მხარდაჭერას.

Associated Press-ის ცნობით, 18 აპრილიდან 2 მაისამდე, შეერთებულ შტატების 40 სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში განხორციელდა დაპატიმრებები.