Loading data...
„ეს ჩვენი ომი არ არის“ - სიარტო აცხადებს, რომ ნატოს ჯარების ყოფნა უკრაინაში მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ ნატოს ჯარების ყოფნა უკრაინაში მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს.

მისი თქმით, ალიანსს, სავარაუდოდ, შეუძლია „წითელი ხაზის“ გადაკვეთა.

როგორც უნგრეთის მთავარმა დიპლომატმა ფრანგული ტელეარხის LCI- ის ეთერში განაცხადა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ მშვიდობის მისაღწევად.

„თუკი ევროპელი ან ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში აღმოჩნდებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავკვეთეთ ნატოს  წითელი ხაზი. თუ ნატოს ერთი წევრი ქვეყანაც კი გაგზავნის თავის ჯარს უკრაინაში, ეს ნიშნავს პირდაპირ კონფლიქტს რუსეთთან, რაც ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს“, - აცხადებს პიტერ სიარტო.