Loading data...
მაკრონის განცხადებები უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მხოლოდ დაძაბულობას ზრდის - იტალიის თავდაცვის მინისტრი

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ იტალიელი ჯარისკაცები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაერთონ უკრაინის ომში.

მისი თქმით, რომს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აგრესიულ ომებში და უკრაინაში იტალიის ჯარების გაგზავნის პირობები არ არსებობს.

„ჩვენი პოზიცია არ იცვლება: ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკრაინას ყველა შესაძლო გზით უნდა დაეხმარონ და ამას ვაკეთებთ, მაგრამ, ასევე, ყოველთვის გამოვრიცხავთ კონფლიქტში ჩვენი სამხედროების პირდაპირ ჩარევას“, - განაცხადა კროზეტომ.

მისი აზრით, აუცილებელია დიალოგის ნებისმიერი ფორმის ძიება, რადგან თუ კონფლიქტი გაჩაღდებოდა, „იტალიას დასაკარგი ბევრი ექნებოდა“. ამდენად, იტალია არ მიიღებს მონაწილეობას რაიმე შესაძლო შეიარაღებულ ინტერვენციაში, „ამაში დღეს ეჭვი არავის ეპარება“.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებები უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ დაძაბულობას ზრდის.

„არ მესმის ამ განცხადებების მიზანი, რომელიც ობიექტურად ზრდის დაძაბულობას“, - განაცხადა მინისტრმა.