Loading data...
საფრანგეთი არ არის მზად ისეთი ომისთვის, როგორიც უკრაინაშია - ფრანგი გენერალი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებები უკრაინაში ჯარების გაგზავნის მზადყოფნის შესახებ ცარიელი საუბარია. საფრანგეთის არმიას არ ძალუძს ისეთი ომის წარმოება, როგორსაც ამჟამად აწარმოებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, - ამის შესახებ გადამდგარმა ფრანგმა გენერალმა კრისტოფ გომარდიმ განაცხადა. 

გომარის თქმით, ამ დროისთვის მაკრონის მხრიდან არანაირი პრაქტიკული ნაბიჯი არ ჩანს, რომელიც მიზნად ისახავს საფრანგეთის არმიის გაგზავნას უკრაინაში. გენერალმა აღნიშნა, რომ გარდა ამისა, საფრანგეთს არ აქვს იარაღის საკმარისი რეზერვები მაღალი ინტენსივობის ომში მონაწილეობისთვის.

„დღეს საფრანგეთი თვეში ძლივს 3 000 ჭურვს აწარმოებს, უკრაინელები კი დღეში მინიმუმ 3 000 ჭურვს მოიხმარენ. საფრანგეთს არ აქვს საშუალება აწარმოოს მაღალი ინტენსივობის ომი. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ დღეს გვაქვს 220 საბრძოლო ტანკი, ხოლო 1991 წელს... გვყავდა 1200-დან 1300-მდე ტანკი“, - აღნიშნა გენერალმა.