Loading data...
ზახაროვა: რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები

რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსეთი მზად არის, განიხილოს სერიოზული წინადადებები, რომლებიც დაფუძნებული იქნება რეალიებზე, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ინტერესების გათვალისწინებაზე. შანტაჟის, მუქარის ენა კი ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნა ზახაროვამ.

27 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა , რომ მოსკოვს არ აქვს წინაპირობები კიევთან მოლაპარაკებებისთვის.