Loading data...
ზახაროვა: თუ ფრანგები კონფლიქტის ზონაში გამოჩნდებიან, ისინი რუსეთის არმიის სამიზნე გახდებიან

რუსეთმა გააფრთხილა საფრანგეთი, რომ თუ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, მაშინ ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდებიან.

„თავად მაკრონი ამ რიტორიკას განმარტავს რუსეთისთვის რაღაც „სტრატეგიული გაურკვევლობის“ შექმნის სურვილით. ჩვენ იძულებული ვართ, იმედები გავუცრუოთ მას - ჩვენთვის ვითარება გამოიყურება ძალიან გარკვეულად. თუ ფრანგები კონფლიქტის ზონაში გამოჩნდებიან, ისინი აუცილებლად გახდებიან სამიზნეები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის. ვფიქრობ, ამისთვის მტკიცებულებები პარიზს უკვე აქვს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მარია ზახაროვამ დასძინა, რომ რუსეთი უკვე ხედავს საფრანგეთის მოქალაქეების მზარდ რაოდენობას უკრაინაში დაღუპულთა შორის.