Loading data...
გიორგი გახარია: საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა

„საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში”, - ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭეა.

„რუსეთიდან ყოველთვის არის საქართველოზე ზეწოლა, პერმანენტულია. რაც გამოიხატებოდა ყველაფერში, საოკუპაციო ხაზის გადმოწევაში. ფარდის მიღმა კონტაქტის ერთადერთი წყარო იყო ბატონი ზურაბ აბაშიძე და ის ფორმატები, რომელიც იყო, მაგრამ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა უკრაინის ომამდე იყო ერთი და ომის შემდეგ არის აბსოლუტურად მეორე. ურთიერთობაში შეიცვალა საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში. დღეს, ნებისმიერი წყარო სადაც არ უნდა ნახოთ, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე რუსეთისთვის, რომელიც მარაგდება როგორც არასანქცირებული და ასევე ბევრი რაღაც ხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“.