Loading data...
„იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია! სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია“ - რატი ბრეგაძე

„იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის გათიშვით კი მოქალაქეებს ადგებათ ზიანი.

„იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია! სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია. დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა. P.S იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდით სარგებლობს ბევრი ადამიანი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, და იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. შესაბამისად ზიანი ადგება ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი აუცილებლობა“, - წერს რატი ბრეგაძე.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.