1714836256
სამართალი
ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.
ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი 2 მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.