Loading data...
მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარი იპოვეს

სვანეთში, მაშველებმა მესამე დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს.

არსებული ცნობით, მაშველებმა მე-12 კლასის მოსწავლის, საბა გვარმიანის ცხედარი მდინარე ენგურში იპოვეს. 

ცნობისთვის, მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 5 დღეა ეძებენ. საძიებო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც. 2 მაისს ავტომობილი, რომელშიც 3 სკოლის მოსწავლე იმყოფებოდა, მდინარე ნაკრაში გადავარდა.