Loading data...
ახალციხეში სკოლის მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა

ახალციხეში მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა N5 საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა. 

არსებული ცნობით, არასრულწლოვანს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

დანაშაული ისჯება ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით, ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.