Loading data...
„არა, კაცო, ფლაერი დაიბეჭდა ილია II-ის ლოცვა-კურთხევით“ - საინფორმაციო სააგენტო for.ge მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს

საინფორმაციო სააგენტო for.ge ექსკლუზიურად მოპოვებულ მორიგ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობას, ეკლესიასა და საქართველოს პატრიარქს დასცინიან.

„ბიჭო, ქრისტიანული დასავლეთი ყ*ეობაა?“, - ამბობს ნიკა მელია.

„არა, კაცო, ფლაერი დაიბეჭდა ილია II-ის ლოცვა-კურთხევით... რაღას ითვლით, ხალხო, ტირაჟი რაღათ გინდათ, დალოცა პატრიარქმა, აუდიტი ჩატარდა“, - ამბობს ერთ-ერთი თანამოსაუბრე.