Loading data...
„კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, დინებამ გაიტაცა“ - კასპში მდინარეში დაკარგული ბიჭის მამა

კაპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევში ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდას, რომელიც ადიდებულმა მდინარე კავთურამ გაიტაცა.

„ხმაურზე გავიქეცი და მანქანა უკვე ამოტრიალებული იყო, წყალი გადადიოდა ზედ. შევედი, კარები გააღეთო ჩემი ბიჭი იძახდა, მარტო ცხვირიღა უჩანდა, დანარჩენი წყალში იყო. გავაღე კარები, ვერც ვაღებდი, პატარაზე გამოვწიე, მეზობლის ბიჭი მომაწვა და ამოვიყვანე როგორც იყო, სანამ მივტრიალდი, ხელით იყო მოკიდებული მანქანის ძირზე, რომ მოვტრიალდი ხელი აღარ ეკიდა უკვე, ვეღარ მოვასწარი როგორ გაიტაცა, დინებამ გაიყოლა“, - აცხადებს დაკარგული კაცის მამა.