Loading data...
სასტუმრო „პარაგრაფთან“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 1 პირი დააკავეს

სასტუმრო პარაგრაფთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, დაკავებული აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა და პოლიციელებს აგინებდა.

„აქციის ერთ-ერთი მონაწილე დანარჩენებს გამოეყო და პოლიციელების მოწოდების პასუხად, მათ შეაგინა“, - ამბობს ვაჟა სირაძე.

აქციის მონაწილეებმა პუშკინის ქუჩა გადაკეტეს და სასტუმრო „პარაგრაფამდე“ მსვლელობით მივიდნენ.